პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა 04.11.2025 19:02

დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშში ასახულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო, აღნიშნულია უპრეცედენტო უკუსვლა გაწევრიანებისთვის საჭირო ფუნდამენტური პრინციპებისა და ცხრა ნაბიჯის მიმართებაში.

„მასში ასევე მკაფიოდ აღწერილია ის ქმედებები, რომლებიც საჭიროა საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს დაუბრუნდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ