,,როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც საქართველოში, არც - სხვაგან''- პაველ ჰერჩინსკი 04.11.2025 19:07

ძალიან მკაფიოდ გაგიმეორებთ, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტმა ევროკავშირის ელჩს კითხვა დაუსვა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, ოპოზიციის მოქმედებაზე – „არ თვლით, რომ რამე უნდა გაკეთდეს იმ მხრივ, რომ საჭიროა დაგმობა ქმედებებისა ოპოზიციის მხრიდან, საჭიროა, მიმართოთ ოპოზიციას, რათა არ იყოს მეტი ასეთი მოქმედება“.

„როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვცდილობ, კონტაქტი მქონდეს ყველასთან. ეს ეხება როგორც მმართველ პარტიას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს. ძალიან მკაფიოდ გეტყვით, როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არც საქართველოში, არც – სხვაგან. საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ხელისუფლებაში.

ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ გაგიმეორებთ, რომ როგორც ევროკავშირი ჩვენ ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ვითარებაში.

5 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, სადაც ყველას მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ ძალადობისგან. მე მსურს, დავამატო, რომ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა, როგორც საელჩო, ჩვენ, 27 საელჩოსთან ერთად, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მათ შორის 25 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საელჩო და ორი არაწევრი სახელმწიფოს საელჩო, არჩევნებამდე ათი დღით ადრე უპრეცედენტო ადგილობრივი განცხადება გავაკეთეთ, სადაც ყველა მხარეს მოვუწოდეთ სიმშვიდისკენ და მოვუწოდეთ, არ ეძალადათ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ