ევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს 04.11.2025 23:42

ევროპარლამენტარი, AFD-ის წევრი ირმჰილდ ბოსფორდი ევროპარლამენტს საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და მათგან სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს.

"ევროკავშირის პროვოკაციებმა საქართველო აიძულა, სომხეთში გამართული საერთაშორისო კონფერენციისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა: ევროპარლამენტარი ირმჰილდ ბოსდორფი ევროკავშირს ადანაშაულებს და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას მოითხოვს. 

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 27-30 ოქტომბერს, გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა ევრონესტი, რომელიც აერთიანებს ევროპის პარლამენტის წევრებს და საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების დეპუტატებს.

საქართველომ გადაწყვიტა ბოიკოტი გამოეცხადებინა ღონისძიებისთვის, მიზეზად კი მოიყვანა "ევროპარლამენტის მხრიდან პროვოკაციები".

საქართველომ კონფერენციის ბოიკოტირება ევროპარლამენტის მხრიდან უსაფუძვლო პროვოკაციების გამო გადაწყვიტა. ევროპაში ESN ფრაქციის (ალტერნატივა გერმანიისთვის) წარმომადგენელი ირმჰილდ ბოსდორფი განმარტავს:

“მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად საქართველომ მიიღო, ევროპარლამენტის მცირე ჯგუფმა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მემარცხენე-ლიბერალური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამან გამოიწვია ბოიკოტი“.

საქართველოს მთავრობის წერილში აღნიშნულია:

"ევროპარლამენტი უნდა დაფიქრდეს, მისი ამჟამინდელი ნაბიჯები აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას, თუ ანადგურებს პარტნიორობის ხიდებს. მისი ზედმეტად პოლიტიზირებული მიდგომა ძირს უთხრის როგორც ასამბლეისადმი სანდოობას, ისე ევროკავშირსა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებს შორის პარტნიორობას".

ბოსდორფმა დაამატა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს პრაგმატიზმსა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების პატივისცემას და არა იმ "მემარცხენე-ლიბერალურ შეხედულებებს", რომლებსაც ევროკავშირი ყველგან ცდილობს დააწესოს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ