,,ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს''- ანა წითლიძე 05.11.2025 20:04

ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა? –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებამდე, რომ იქმნება კოალიცია ივანიშვილის ხელდასმით, ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით პარტიის დასასუსტებლად, ანა წითლიძემ უპასუხა, რომ „ეს იყო შეცდომა“.

„ეს კითხვა ჩემთან არ არის, რადგან მე, მათ შორის, საჯაროდ კამპანიას განმავლობაში ამაზე ვწერდი და ვსვამდი კითხვებს გილაურთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი საკითხზე მანამდეც უნდა ყოფილიყო მკაფიო, თუნდაც საარჩევნოდ. მიშა, ჩემგან განსხვავებით, დიდსულოვანია და შეუძლია, ბევრ მოღალატეს აპატიოს, მათ შორის, თუ ნახავს რესურსს, რომ ეს ადამიანები ამას გადააფასებენ. მე მგონია, რომ ადამიანებს, ყველას, უნდა ჰქონდეს შანსი და ამ ერთობაში ყველას უნდა ჰქონდეს შანსი. არ ვამბობ, რომ ვინმე უშეცდომო იყო, უბრალოდ ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად. „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონია შეცდომები, მაგრამ „ნაციონალური  მოძრაობა“ ბიძინას ფულზე არასდროს არ შემჯდარა. ერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არავისთან არ მაქვს წითელი ხაზი, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს: რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა, რაც კულუარებში ყველამ იცის? ამას პასუხები საჯაროდ უნდა გაეცეს. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ერთობა იქნება სიყალბე და ვერცერთი ერთობა ვერ იქნება მყარი და ეფექტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამიანმა თუ აღიარა შეცდომა და თქვა, რომ რაღაცაში შეცდა – ასეთ ადამიანს უნდა მიეცეს გადაფასების შესაძლებლობა და მეორე შანსი. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კულუარებში და დამალულად. ვიდრე პოლიტიკური პროცესი კულუარებიდან გარეთ არ გამოვა და საჯარო არ გახდება, ყოველთვის იქნება გაუგებრობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ