06.11.2025 20:40
„ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება, მსოფლიო ჩუმად არ უნდა იყოს, - ნათქვამია პარტიის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) განცხადებაში.
„ალდე" ეხმაურება საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც „ალდეს" განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ოპოზიციის ხმები დადუმებულია.
„ოპოზიციის ხმები დაადუმეს. დემოკრატიული ლიდერები „სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებისთვის" სისხლის სამართლის დევნას განიცდიან. „ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება და მსოფლიო არ უნდა იყოს ჩუმად. დემოკრატია სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ არის. ევროპელი ლიბერალები მტკიცე სოლიდარობას უცხადებენ ყველას, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის", - ნათქვამია ALDE-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :