07.11.2025 10:31
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მიერ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია. ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელი წერს.
კონგრესმენი ეხმაურება პარტიის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების" მმართველობის ქვეშ საქართველო სრული ავტოკრატიისკენ მიექანება.
"ქართული ოცნების" სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია. ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ანტიამერიკული „ქართული ოცნების" რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ", - წერს ის.
ავტორ(ებ)ი :