07.11.2025 09:00
ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ, ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად, თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
სიბიგა გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის კომენტარს. ბოჭორიშვილის განცხადებით: „ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი".
როგორც სიბიგამ აღნიშნა, ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე უნდა გაბრაზდეს.
„ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ, თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ, მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო"", - წერს სიბიგა.
ავტორ(ებ)ი :