ტრამპი ამბობს, მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, მას ვეთანხმები, საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე კონცენტრირებისთვის ბევრი არაფერი გააკეთა -ირაკლი კობახიძე 07.11.2025 13:35

ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. უკრაინა ახლა განადგურებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება დონალდ ტრამპს, როდესაც ის ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა.

„ტრამპი ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ეს ომი არ მოხდებოდა და მე სრულად ვეთანხმები ამას. ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებამ ბევრი არაფერი გააკეთა, რომ სრულად ამაზე ყოფილიყო კონცენტრირებული. დაბოლოს, ხედავთ, რომ ქვეყანა, ძალიან კარგი ქვეყანა, მეგობრული ქვეყანა, უკრაინა, ახლა განადგურებულია. მათ უზარმაზარი პრობლემები აქვთ, არის ამდენი მსხვერპლი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, განადგურებულია ეკონომიკა", - აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, აღიქვამს თუ არა საქართველოს მთავრობის მეთაური ამ ომს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მარიონეტულ ომად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის.

„აშშ-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ეს არის მარიონეტული ომი. მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის შეერთებული შტატების, მაგრამ ეს არის მარიონეტული ომი დასავლურ საზოგადოებასა და რუსეთს შორის. ამიტომ მე უბრალოდ ვიმეორებ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფორმულირებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ