08.11.2025 17:14
საქართველოში გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება.
მისი თქმით, მადლიერია იმ ადამიანების, რომლებმაც საქართველოში სოლიდარობით მიიღეს.
„შემოდგომაზე ბერლინი, ეს განწყობაა, თუმცა, სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება საქართველოში მრავალ კეთილ ადამიანსა და მეგობარს, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს", - წერს პეტერ ფიშერი.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
6 ნოემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.
ავტორ(ებ)ი :