10.11.2025 18:38
შეხვედრა გვქონდა ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან, რომელიც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვისაუბრეთ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კოალიციის საქმიანობაზე, როგორ მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რა გეგმები გვაქვს და ასევე შევაფასეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, გვქონდა საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა.
„არ გვქონია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საუბარი, არ უკითხავთ. ვსაუბრობდით იმაზე, რაც მათ აინტერესებდათ. მე ბევრი საკითხი მაქვს, რომლის განხილვასაც ვისურვებდი. მათ აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საქმიანობა, სხვებზე არაფერი უკითხავთ. 4 ოქტომბერი იქნება თუ სხვა მოვლენები, თავიანთი წყაროებით იღებენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, მიგვაჩნია აუცილებლად ყველა არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს პოზიციაზე და არა სხვების პოზიციაზე. დავადასტურეთ, რომ ერთადერთი გზა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებისკენ არის არჩევნები. ჩვენ ამ პოზიციაზე ვიდექით, ვართ და ვიქნებით მუდამ. ამოცანაა, რომ ნიჰილიზმი დავძლიოთ თანამოქალაქეებში არჩევნების მიმართ. ყველამ გაითავისოს, რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებებისკენ. ჩვენი მონაწილეობით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც მონაწილეობა მივიღეთ მუნიციპალურ არჩევნებში“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ავტორ(ებ)ი :