,,ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილია, რომ თქვენ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებით, მთავრობამ საჭირო რეფორმების განხორციელებაზე უნდა იმუშაოს''- ჯესიკა როზენკრანცი 17.11.2025 17:54

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი, ჯესიკა როზენკრანცი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას მიესალმება.

როგორც როზენკრანცმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა მთავრობამ საჭირო რეფორმების განხორციელებაზე უნდა იმუშაოს.

„დიდი ხანია, შვედეთის პოზიციაა, რომ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, გაწევრიანდნენ ევროკავშირში, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან ასევე ვხედავთ, რომ არ არსებობს რეალური ამბიცია ან ინტერესი ვალდებულებების შესრულების, ამ გზით წასვლის, ან საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით. პირიქით, ვხედავთ, რომ საქმე მიდის არასწორი მიმართულებით. შესაბამისად, პროცესი წინ არ მიდის, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი ნათელია – თქვენ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებით, მთავრობამ საჭირო რეფორმების განხორციელებაზე უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ჯესიკა როზენკრანცმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ