,,არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები''- ირაკლი კობახიძე 17.11.2025 22:36

კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის პირველ რიგში უმჯობესდება პრაქტიკა და გამჭვირვალეა მთავრობის ყველა გადაწყვეტილება.

„ჩვენს ინტერესებშია, მაქსიმალურად ყველაფერს ჩავეძიოთ და აქ მიზანი არ არის რეპრესიული. ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გამოვასწოროთ ხარვეზები და სამომავლოდ ავარიდოთ ჩვენს სახელმწიფოს მაგალითად ჭარბი ხარჯი ბიუჯეტიდან ან უხარისხო პროექტების განხორციელება. ამისთვის გვჭირდება ბევრ რამეში ჩაძიება. სადაც ჩასაძიებელია, ბუნებრივია, ჩავეძიებით, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, წინ გავიხედოთ. იგივე კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად კორუფციის შემთხვევებისგან. ამისთვის არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ პირველ რიგში პრაქტიკას ვაუმჯობესებთ. იგივე გამჭვირვალეა მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა და ა.შ. გამჭვირვალე გახდა მთლიანად შესყიდვის პროცედურები და ეს არის მთავარი, რომ სამომავლოდ დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა კორუფციის ფაქტებისგან, რაზეც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მომავალშიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ