"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ბულგარეთის ელჩი საქართველოში 20.11.2025 12:56

"ვისურვებდი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ასე გამოეხმაურა ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი ჟურნალისტების კითხვას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს EU-სთან გაფუჭებულ ურთიერთობას შუა დერეფანსა და უფრო გლობალურ ლანდშაფტზე.

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვისურვებდი, ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო, რადგან ეს ჯანსაღი არ არის, არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ურთიერთობას", - განაცხადა ვესელინ ვალკანოვმა.

მანვე დაადასტურა, რომ ბრიუსელში იქნება განხილვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ლავკანოვი ამბობს, ამ მხრივ კონკრეტული მოლოდინები არ აქვს.

უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დისკუსია ნამდვილად იქნება, იმედია, რომ დისკუსია მოიტანს კარგად გააზრებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა განაცხადა.

 

„მე მოლოდინი არ მაქვს. ქვეყნების ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ვერ გადავწყვეტ. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მინდა, ურთიერთობების გაუმჯობესება ვიხილო, რადგან ეს ჯანსაღი არ არის არც საქართველოსთვის, არც ევროკავშირისთვის. ასე რომ, იმედი მაქვს, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ინტერაქციას", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ელჩის თქმით, აღნიშნულზე გადაწყვეტილება ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ.

"ქართული ოცნების" პოლიტიკაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ამ საკითხზე საჯაროდ არ ვსაუბრობ, არამედ ხელისუფლებასთან. ერთს გეტყვით, რომ დისკუსიები ნამდვილად იქნება. ვიმედოვნებ, რომ კარგი მსჯელობაც შედგება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და, იმედია, კარგ გადაწყვეტილებებამდეც მივლენ. კონკრეტული მოლოდინები არ მაქვს, ამ ყველაფერს ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტენ", - განაცხადა ბულგარეთის ელჩმა საქართველოში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ