"ნაცმოძრაობა" აქციებზე როცა საუბრობს, კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, საუკეთესო მაგალითი 4 ოქტომბერია, ყველაფერი გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა"-შალვა კერესელიძე 20.11.2025 15:58

საქართველოში აქციების დრო უკვე დაბრუნდა. აქციებზე როცა „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს, აქ კითხვები აღარ უნდა ისმოდეს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, შალვა კერესელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კერესელიძის თქმით, საუკეთესო კლასიკური მაგალითი 4 ოქტომბერია.

„ამ ადამიანებმა როცა თავიანთი მოწოდებებით, ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობით, გადატრიალებით და ა.შ. „ქართულ ოცნებასთან" ერთად პროცესი კარგად დაგეგმეს და შეასრულეს ის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ადამიანები არ მოსულიყვნენ და ხელისუფლებას ის პროცენტული მაჩვენებელი მიეღო, რაც მიიღეს. ეს ყველაფერი გვარამიას და გვარამიასნაირი ლიდერების პასუხისმგებლობაა, შემდეგ გაქრნენ და აორთქლდნენ. გულმხურვალე ახალგაზრდები, ადამიანები, ვინც აქციაზე მართლა პროტესტის ნიშნად, ენთუზიაზმით იყო მისული, ისინი შეატოვეს. აქციის გზას რატომ ირჩევენ, ეს გვარამიას ჰკითხეთ, ჩვენ ამ გზას გავემიჯნეთ. საპარლამენტო არჩევნები როცა იყო, დარღვევებისა და გაყალბების მიუხედავად, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ოპოზიცია პარლამენტში შემოსულიყო და საპარლამენტო ტრიბუნიდან გაგრძელებულიყო ბრძოლა. დრო გავიდა და ამაში ყველა დარწმუნდა, ჩვენი შეცდომა ვაღიარეთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ