ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან მომდინარე ცრუ ნარატივები ახალი არ არის-შალვა პაპუაშვილი 22.11.2025 14:41

„ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან მომდინარე ცრუ ნარატივები ახალი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე მძიმეა, რომ „ევროპის სახალხო პარტია" ერთ-ერთი ძლიერი ევროპული გაერთიანებაა, რამდენიმე ქვეყანაშია ხელისუფლებაში, მათ შორის ევროკომისიაში არიან წამყვან პოზიციაში, ევროკომისიის პრეზიდენტის სახით.

„ვხედავთ, რომ ღირებულებებისგან დაცლილი, დეზინფორმაციის გამავრცელებელი და სხვა ხალხებზე თავდამსხმელი პარტიაა. ყველანაირ წერილებს ძალა აქვს დაკარგული ქართველი ხალხისთვის. ამგვარი უცხოელების არცერთი სიტყვა არ ინდობა. ეს ის ხალხია, ვინც უკრაინას ეუბნებოდა, ბოლომდე იდგებოდნენ მათ გვერდით და გუშინ მოვისმინეთ კომენტარები სხვადასხვა ხელისუფლებისგან, ფაქტობრივად უკრაინას უთხრეს, რომ ტერიტორიები უნდა დათმოს. ჩვენ ასეთი მტერ-მოყვარეები ბევრი გვყავს, სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს ამგვარ მტერ-მოყვარეებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ