,,გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყენებენ''- თორნიკე ჭეიშვილი 23.11.2025 13:27

„გვაქვს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ იმით, რომ 14 წლამდე ასაკის პირებს არ ეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად ხდება მათი ჩართვა, გამოყენება დანაშაულებრივ საქმიანობაში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საკანონმდებლო ინიციატივა კომპლექსურად ახდენს აღნიშნული საკითხის მოწესრიგებას.

„ბუნებრივია, ეს საჭიროებს რეაგირებას, უპირველესად იმ კუთხით, რასაც ჰქვია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების თვალსაზრისით მათ ინტერესების დაცვასა და სათანადო სერვისების მიწოდებაზე.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა კომპლექსურად ახდენს ამ საკითხის მოწესრიგებას, თუ კი მაინც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი სჩადის გარკვეულ იმგვარ ქმედებას, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი, მასზე იწყება ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან, რაც არის გამოხატული მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით, შესაბამისი სერვისების, პროგრამების შეთავაზებაში“, - აღნიშნავს ჭეიშვილი. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ