იმედი გვაქვს, საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი-ირაკლი კობახიძე 24.11.2025 16:32

რასაც ჩვენ ვამბობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს აშშ-ის ოფიციალური ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. შესაბამისად, დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად სახეზეა ორმაგი სტანდარტები.

„ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არდაწესებას, გვედავებოდნენ იმას, რომ გვაქვს ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ამ დროს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში, ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები, რაც მოქმედებს, ასევე სხვა მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესების განვითარებას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინაში, რასაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმისთვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ