25.11.2025 17:07
გამოაშკარავდა რასაც ამდენი ხანია, ვამბობთ, ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში უცხოეთიდან ფულის შემოტანის მცდელობები იკითხება კონკრეტული ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებებშიც.
„გამოაშკარავდა ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ. ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი. ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარედან იმართება, მითითებებსაც გარედან იღებენ. პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, საუბრობდა, ვეძებთ გზებს საქართველოში ფულის შემოსატანადო. ნახეთ, ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ. ელჩი, რომელსაც დიპლომატიური მისია აქვს, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, აკეთებინებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც დაფუძნებულია ტყუილზე, ხელს უწყობს სიძულვილის გაღრმავებას და ა.შ." - აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :