25.11.2025 19:40
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.
კანონპროექტის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრება 6 წლით.
ამასთანავე, ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა გავრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე. აღნიშნული დაწესებულებები ავტორიზებულად ჩაითვლებიან ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.
ავტორ(ებ)ი :