Prime Time - მა მოიპოვა ეგრეთ წოდებული "მანიფესტი", რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს 28.11.2025 20:54

 

Prime Time - მა მოიპოვა ეგრეთ წოდებული "მანიფესტი", რომელიც წყაროს ცნობით ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად. წინააღმდეგობის მოძრაობის მანიფესტი წინამდებარე მანიფესტის ხელმოწერით ვაცნობიერებთ რომ:

  • „ქართულმა ოცნებამ" მიიტაცა სახელმწიფო, უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების ტერორს და ამყარებს დიქტატურას, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.
  • რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოსთან „ქართული ოცნების" ხელით და ტრამპისეული "დიპ სტეიტის" ცრუ ნარატივის შემოტანით. საქართველოს სახელმწიფოს, მისი ისტორიული მისწრაფებისა და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთანხმდებით შემდეგზე:
  • ვარწმუნებთ ქართულ საზოგადოებას არ ვცნოთ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული 2024 წლის არჩევნების შედეგები, ასევე არსებული საარჩევნო ადმინისტრაციით და კანონმდებლობით ჩატარებული არცერთი მომავალ არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გატეხავს და რეჟიმი შეგუებული იქნება ძალაუფლების დათმობას.
  • ნებისმიერი გზით ვეწინააღმდეგებით არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარმოებულ ტერორს და ვმოქმედებთ შემდეგი სამი ძირითადი მიზნის მისაღწევად:

1. პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება

2. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო გარემოს მოპოვება და არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოშორება;

3. კონსტიტუციური ჩარჩოს აღდგენა და ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე; ვაცნობიერებთ, რომ ამ საერთო მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი პირობაა საზოგადოების კონსოლიდაცია, საერთო მიზნების მიღწევის გზებზე შეთანხმება და ერთიანი მოქმედება პროტესტში ხალხის მაქსიმალური რაოდენობის ჩასართავად. ვაცნობიერებთ, რომ რეჟიმის დასამარცხებლად მზად უნდა ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და შეუჩერებელი ბრძოლისთვის იმდენ ხანს, რამდენიც გამარჯვების მისაღწევად დაგვჭირდება. ხელმოწერები: ...  

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ