„რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს“- თამარ ჩერგოლეიშვილი 28.11.2025 22:12

 

გზა არის ერთი, იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გადარჩეს, რეჟიმი უნდა გადადგეს, იმისთვის, რომ ქართველობა, ქართული ანუ ევროპული იდენტობა შევინარჩუინოთ, რეჟიმი უნდა გადადგეს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, „რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს".

„იმისთვის, რომ ძალა დავიბრუნოთ და თავისუფალი არჩევნები ჩავატაროთ, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ სამართლიანობა დამყარდეს, პოლიტიკური დევნა და სინდისზე ძალადობა შეწყდეს, რეჟიმი უნდა გადადგეს. იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა მიიღონ განათლება, ჩვენ და ჩვენს მშობლებს გვქონდეს ღირსეული სიბერე, რეჟიმი უნდა გადადგეს. ბიძინა ივანიშვილი თავისი ნებით ძალაუფლებას არ დათმობს, რეჟიმი თავისით არ გადადგება. რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს. სხვა გზა რეჟიმს არ დარჩება მაშინ, როდესაც ყველა გზა და ქუჩა საქართველოში ზუსტად ისე გაივსება, როგორც დღეს რუსთაველი გავავსეთ. იმისთვის, რომ ცვლილების ჟინი ვირუსივით მოედოს მთელ საქართველოს, საჭიროა, ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენს დღის წესრიგში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თავისი და თავისი ოჯახის ინტერესები დავანახოთ. მათ შორის მათ, ვინც დღეს სტატუს-კვოშია ჩაძირული, რადგან არ იცის, რომ იღუპება. ეს ჩვენი დანაშაულია, პოლიტიკური სპექტრის, რომ აქამდე ვერ ვქენით, მაგრამ როგორც არასდროს, ისე დღეს მაქვს რწმენა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ ისევ და ისევ იმიტომ, რომ თქვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეთ. ასე რომ, თქვენ გაგიმარჯოთ, თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს. თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და გადადგეს რეჟიმი", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ „დემოკრატიულ ძალებს შეუერთდა „სტრატეგია აღმაშენებელი".

კიდევ ერთი სიახლე, ჩვენ ვფართოვდებით. დემოკრატიულ ძალებს, დემოკრატიულს და არა ავტოკრატიულს შემოუერთდა „სტრატეგია აღმაშენებელი". ნანა ტოხვაძე წარმოადგენს დღეს ამ პარტიას. მივესალმები ამ პარტიის ლიდერებს, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან, ჩვენი იმედი უნდა გქონდეთ", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ