,,ეს ნივთიერებები, რაზეც ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე'' - ვახტანგ გომელაური 01.12.2025 20:23

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური, BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება, სადაც თბილისში გამართულ აქციებზე აკრძალული ნივთიერების გამოყენებაზეა საუბარი. ვახტანგ გომელაურის განცხადებას "ქრონიკა" ექსკლუზიურად ავრცელებს:

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ "ნაცებმა" კატა გამოთხარეს!“, - აცხადებს გომელაური.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ