01.12.2025 21:58
პიტერ სიიარტოსთან ძალიან გულთბილი და მეგობრული შეხვედრა შედგა, ვისაუბრეთ ყველაფერზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავსმოხვეულია და უდიდეს პრობლემას წამოადგენს, სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის, - წერს თბილისის მერი, კახა კალაძე უნგრეთის პრემიერთან, პიტერ სიიარტოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
კალაძემ უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უნგრეთს, მის ხელისუფლებას, პრემიერ-მინიტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი იბრძვის სიმართლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :