2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ-მიხეილ ყაველაშვილი 03.12.2025 10:17

საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები, 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველეს" ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა დრო დასჭირდება რეალურად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მისი თქმით, მთავარია დიალოგი, მაგრამ ევოკავშირი საქართველოსთან დიალოგში არ ერთვებიან, ზოგჯერ აღიარებენ მთავრობას, ზოგჯერ არა, რაც აბსურდია.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული, ყველამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.

„მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. კანონი გამჭვირვალობას ეხება. კანონი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დეკლარაციის წარმოდგენას, თუ მათი ბიუჯეტის 20 პროცენტი საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი. ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში. საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ