04.12.2025 18:23
ევროკავშირი საქართველოში მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები.
„ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის რეფორმების ძალისხმევის და დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერას იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა წინ მიიწევს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოში ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს სამართალდამცვლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები", - განაცხადა კალასმა.
ავტორ(ებ)ი :