06.12.2025 17:34
ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებზე როდესაც ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიზანი, მათ შორის ევროპის კონტინენტზე დასახული არ იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება ნატო-ს გაფართოების საკითხს, ფავლენიშვილის თქმით, ნატო-ს გაფართოება მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინიც, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც.
„რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა თუ არ დამყარდა და მისი იმპერიული ამბიციების შეკავება არ მოხდა, შეუძლებელია სტაბილურობა და მშვიდობა მივიღოთ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში. ევროპის კონტინენტზე არის უწყვეტი მშვიდობა, ერთადერთი ვინც ეს მშვიდობა დაარღვია რუსეთია, რომელმაც ევროპის ტერიტორიაზე, უკრაინაში ბარბაროსული აგრესია განახორციელა.
რაც შეეხება ნატო-ს გაფართოებას, ნატო-ს გაფართოება, რა თქმა უნდა, მარადიული ვერ იქნებოდა, თუმცა არსებობს მოლოდინიც, რომ შეიძლება იყოს ბოლო ტალღა ან ბოლოსწინა ტალღაც, ამისი ვარაუდი ძალიან რთული გახლავთ. საბოლოო ჯამში, იმის თქმა, რომ ნატო მუდმივად გაფართოვდება, ეს შეუძლებელია, მაგრამ ახლა ბოლო ტალღა იქნება თუ ბოლოსწინა, ამისი ვარაუდი ძალიან რთულია", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება".
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება". დოკუმენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში აშშ-ის ფართო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა იყოს:
„ევროპაში სტაბილურობის პირობების და რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენა; ევროპისთვის ფეხზე დგომის და შეთანხმებული სუვერენული ერების ჯგუფის სახით ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათ შორის საკუთარ თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობის აღებით, რომელიმე მოწინააღმდეგე ძალის დომინირების გარეშე; ევროპის ქვეყნებში ევროპის ამჟამინდელი ტრაექტორიის მიმართ წინააღმდეგობის გაღვივება; ევროპული ბაზრების გახსნა აშშ-ის საქონლისა და მომსახურებისთვის და აშშ-ის მუშახელისა და ბიზნესისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა; ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში ჯანსაღი ქვეყნების გაძლიერება კომერციული კავშირების, იარაღის გაყიდვის, პოლიტიკური თანამშრომლობისა და კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზებით; ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის შეწყვეტა და ამ რეალობის აღკვეთა; ევროპის წახალისება, რომ მიიღოს ზომები მერკანტილური ჭარბი საწარმო სიმძლავრის, ტექნოლოგიური ქურდობის, კიბერჯაშუშობის და სხვა მტრული ეკონომიკური პრაქტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად".
ავტორ(ებ)ი :