07.12.2025 21:55
ისეთ ფონს ქმნიან, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდე უფრო მეტად გაამძაფრონ და ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა - ჩვენ უარი ვთქვით და ეს არის „დიფსთეითის" საპასუხო ნაბიჯები, მათ მიერ კონტროლირებადი სხვადასხვა საშუალებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში „იმედის კვირა" BBC-ის სიუჟეტზე საუბრისას განაცხადა, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის ბოლოს, რუსთაველზე მიმდინარე აქციების დასაშლელად სპეცრაზმმა, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გაიხსენა, თითქოსდა სახელმწიფო მას აწამებდა და აღნიშნა, რომ „ბიბისის" სიუჟეტი და სააკაშვილის ე.წ წამების საქმე ერთი და იგივეა, რადგან ორივე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ემსახურება. „მძიმე წონის მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან. რა თქმა უნდა მძიმე წონად ითვლება „ბიბისის" ტელევიზიით გაშუქებული ეს დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, როგორი სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, ხომ გახსოვთ როგორი ზეწოლა იყო? თითქმის ყველა საელჩომ, ელჩებმა დემონსტრაციულად პროტესტი გამოუცხადეს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მედია საშუალებით გაშუქდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში, ქართული სახელმწიფო მას აწამებს, ის არის სიკვდილის პირას და მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, რომ გათავისუფლდეს და გაგზავნილი იყოს სხვა ქვეყანაში, რომ უმკურნალონ და გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილი.
როგორი შეტევა იყო მაშინ, ყველა მედია საშუალებით შუქდებოდა ეს და როგორი მოთხოვნა იყო და ამათო მოთქმა, რადიკალური ფრთის პირდაპირ ეთერში ტირილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და ხვალ შეიძლება ვეღარ გადარჩეს და რამე უნდა ვიღონოთ. ეს ერთი და იგივე თემაა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :