ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დასასრულებლად -რუსტემ უმეროვი 08.12.2025 12:14

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი შეერთებულ შტატებში ვიზიტის შედეგებზე დეტალურ ინფორმაციას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს მიაწვდის.

აღნიშნულის შესახებ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

„რამდენიმე დღე ვმუშაობდით, ანდრეი გნატოვთან ერთად, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან. მადლობელი ვარ კონსტრუქციული მუშაობისთვის. უკრაინული გუნდის უპირველესი ამოცანა იყო, ამერიკული მხარისგან მიგვეღო სრული ინფორმაცია მოსკოვში მათ მოლაპარაკებებსა და აქტუალური წინადადებების ყველა მონახაზზე, რათა დეტალურად განვიხილოთ ისინი უკრაინის პრეზიდენტთან. ყველა პარტნიორთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ომის ღირსეულად დასასრულებლად", - წერს უმეროვი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ