ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა, ცვლადი მოცემულობებია ხოლმე, ევროატლანტიკური მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ-ტატა ხვედელიანი 08.12.2025 16:52

ნატო-ში გაწევრიანების პროცესი ერთფეროვანი არასოდეს ყოფილა. ცვლადი მოცემულობებია ხოლმე და ეს განცხადება საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, დისკუსიები გაგრძელდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ტატა ხვედელიანს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„დოკუმენტი ჩვენთვის გზავნილია, რომ გრძელვადიანი მშვიდობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთვის. ეს გზავნილი ნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხი მეტი უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი წინაპრებიდან დაწყებული არჩევანი მივიდეს საბოლოო ნიშნულამდე. რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ „ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ