08.12.2025 17:44
ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსვლელობისას, იარაღიც გაიყიდა... რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა. აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს, რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთაშორისო იერარქია, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, კონფლიქტის ახალი კერები შეიქმნას, ყველაზე ხელსაყრელი კი სამხრეთ კავკასიაა, კერძოდ, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ცეცხლის ახალი კერის რეალური წინაპირობა იქნებოდა.
„ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსვლელობისას, იარაღიც გაიყიდა... რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა. აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს , რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთაშორისო იერარქია.
ამიტომ, რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, რათა შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი სამხრეთ კავკასიაა.
საქართველოში გადატრიალება და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა. არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც. სამწუხარო და შემაძრწუნებელიცაა, რომ ამ ძალისხმევაში, ორგანიზებულ და დაფინანსებულ ჯგუფებად შეკრული ქართველებიც იღებენ მონაწილეობას", - წერს გია ვოლსკი.
ავტორ(ებ)ი :