08.12.2025 22:43
ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც დაბრალება, აქაც მოწამვლა, ზუსტად იგივე ხაზი, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ზუსტად იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კოორდინირებული მოქმედებებისთვის გამოიყენეს იგივე სახეები.
"ხელწერა, რომელიც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, როგორც დაბრალება, აქაც მოწამვლა, ზუსტად იგივე ხაზი, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ზუსტად იგივე მოლაპარაკე თავები წამოაყენეს და კარგი მანიშნებელი და ინდიკატორი იყო ბროუდერი, ნავალნის ადვოკატი იყო თუ რაღაც ასეთი ისტორია აქვს, ადამიანი, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა სააკაშვილთან დაკავშირებით, იქაც ტყუილებით, იქაც მოწამვლაზე საუბრობდა. სააკაშვილის ავანტიურის შემდეგ გაქრა და ახლაც ისევ მოწამვლის თემებზე, ეს დეზინფორმაციის მუმია კიდევ ერთხელ წამოაყენეს. თქვა ერთი წინადადება და ისევ დაიკარგა ეს ადამიანი. ეს ხომ აჩვენებს, რომ ეს იყო კოორდინირებული მოქმედება პროპაგანდისტული ცრუ ნარატივების კოორდინირებული გავრცელება", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ავტორ(ებ)ი :