09.12.2025 22:43
პირველ რიგში უნდა შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება განმარტებული საქართველოს ეროვნული ინტერესები და მათი დაცვის კონკრეტული მექანიზმები, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამისთვის ყველაზე მყარ გარანტიად პარტიას საქართველოს ნეიტრალური სტატუსი ესახება.
„საქართველოს ნეიტრალური სტატუსი უნდა იყოს გამოყენებული გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის, ეკონომიკასა და ეკონომიკურ დიპლომატიაზე კეთდება აქცენტი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშიც", - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.
პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაზე განცხადება დღეს გაავრცელა.
ავტორ(ებ)ი :