50-მა, 100-მა ან 150-მა კაცმა ოთხ მილიონ ადამიანს პრობლემები არ უნდა შეუქმნას, როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე მოცემულობით, რომელიც გაქვს, პატივი სცე ადამიანების ინტერესებს -ირაკლი კობახიძე 10.12.2025 16:01

მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი: 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე. თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას. შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.

„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები ოთხ მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ