4 ოქტომბერს დაანონსებული იყო დამხობის აქცია, როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია -ირაკლი კობახიძე 10.12.2025 16:06

დაანონსებული იყო დამხობის აქცია. ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესის შესახებ განაცხადა.

პრემიერის თქმით, დამხობის აქციას როცა აანონსებ, ყველაფერი დღესავით ნათელია.

„დაანონსებული იყო დამხობის აქცია. დამხობას არ აქვს ორი ინტერპრეტაცია – დამხობა არის დამხობა. პირდაპირ იყო მოწოდება დამხობისკენ და ამ აქციაზე მივიდნენ ადამიანები, კონკრეტული მიზნით, მათ შორის იყვნენ სამი პარტიის წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისინი მივიდნენ ამ აქციაზე დამხობის სურვილით და მიზნით, თუმცა როგორც კი ნახეს, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, მაშინვე გაემიჯნენ დამხობის აქციას. ყველაფერი დღესავით ნათელია, აქ სხვა საუბრები არის აბსოლუტურად უსუსური და არგუმენტს მოკლებული. დამხობის აქციას როდესაც აანონსებ, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ