ელჩის გარდა ყველაფერია ეს ადამიანი, რადგან ისეთი უმსგავსობები აქვს ჩადენილი წინასაარჩევნოდ, რადიკალებს გადაასწრო მავნებლობაში-ირაკლი ზარქუა პეტერ ფიშერზე 11.12.2025 20:34

ელჩის გარდა ყველაფერია ეს ადამიანი, რადგან ისეთი უმსგავსობები აქვს ჩადენილი წინასაარჩევნოდ, რადიკალებს გადაასწრო მავნებლობაში, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ პეტერ ფიშერზე საუბრისას.

მისივე თქმით, ელჩს არაფერი ესაქმება უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში.

„ეს არის მავნებლური პოლიტიკა. გარკვეული რადიკალების გვერდით დგანან იმიტომ, რომ მათი ამოცანა და ინტერესია ამ ქვეყანაში ქაოსი გამოიწვიონ. ამიტომ არის, რომ დღეს ცისკარიშვილთან გამოჩნდნენ, ხვალ სხვა რადიკალებთან და დამფინანსებლებთან გამოჩნდებიან. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. მთავარი არის ის, რომ თითოეულ მათგანს ვამხელთ", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ინფორმაციით, საფრანგეთმა და გერმანიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი"-ს აღმასრულებელ დირექტორს ლელა ცისკარიშვილს ჯილდო გადასცეს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ