ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა 12.12.2025 13:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს ორმხროვი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით მზადყოფნა დაუდასტურა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ეკონომიკური თანამშრომლობაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული არსებული დიდი პოტენციალი. თქვენი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ საკითხს და ეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზეც აისახება", - აღნიშნა კობახიძემ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას.

„ჩვენ ძალიან. ვაფასებთ საქართველოს და მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ მრავალი მიმართულებით. საქართველო დიდი პერსპექტივების მქონე პარტნიორია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. სწორედ ეს მიმართულება არის გამწევი ძალა დღევანდელ პერიოდში და დიდია მისი გავლენა სხვა სექტორებზე. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდება სამომავლოდ და ამისთვის გაძლიერდება კომუნიკაცია. ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას", - განაცხადა თოყაევმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ