,,ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის''- ვატო შაქარიშვილი 13.12.2025 18:50

 

ეს ძალები მიეჩვივნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას. კერძოდ, მან უპასუხა წამყვანის კითხვას, ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში სად არის საქართველო.

ვატო შაქარიშვილის თქმით, საქართველოს რეალური უსაფრთხოების გარანტია, მყარი და გრძელვადიანი არის ჩვენი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი სახელმწიფოდ. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ისტორია, აწმყო, მომავალი გამოყენებული იყოს ამ ძალების, ამ ადამიანების ინტერესებისთვის და უსაფრთხოების დაცვისთვის. ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე გვაქვს პირველ რიგში მისახედი იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უსაფრთხოების გასაღები არ არის ნგრევის და კვდომის რეჟიმში მყოფი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა. არამედ, ჩვენი ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გარანტია, მყარი და გრძელვადიანი არის ჩვენი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი. თუ ეს მიუწვდომლად, თუ ეს დაუჯერებლად ჟღერდა წლების წინ, დღეს ეს არის რეალობა, დღეს ჩვენი ქვეყანა ამ მიზანთან არის ძალიან ახლოს. გარემო პირობები, არაერთი გარემოება არის შექმნილი იმისთვის, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ეს არის რეალობა ჩვენს წინ. ყოველი დღე ამ ევროილუზიაში გატარებული, ყოველი დღე, როდესაც ვცხოვრობთ ამ კონსტიტუციური დოგმის ფარგლებში, 78-ე მუხლი მაქვს მხედველობაში, არის ამ შანსის ხელიდან გაშვება. ამიტომ ვამბობთ, რომ სასწრაფოდ არის კონკრეტული, მკაფიო ნაბიჯები გადასადგმელი", - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ