14.12.2025 12:25
არჩევნები ადვოკატთა ასოციაციაში - უკვე რამდენიმე საათია, ხმის მიცემა დაიწყო. ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. დღევანდელ კრებაზევე გახდება ცნობილი აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკისა და სარევიზიო კომისიის წევრების ვინაობაც. თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა 6 ათასზე მეტ დელეგატს შეუძლია.
საარჩევნო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. პროცესს კანდიდატების 24 და 11 არასამთავრობო ორგანიზაციის 22 წარმომადგენელი დააკვირდება. ხმებს ელექტრონული აპარატების საშუალებით დაითვლიან.
თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ, კრებაზევე, საჯაროდ, ხელით გადაითვლება. კრებაზე, ღია კენჭისყრით, ხმის დამთვლელი კომისიის 15 წევრი გუშინ აირჩიეს.
ვინ გახდება ასოციაციის ახალი თავმჯდომარე, 19:00 საათზე გახდება ცნობილი.
ავტორ(ებ)ი :