რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება 15.12.2025 18:04

 

რკინიგზის სარგებლობაში არსებული ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის უფლებამოსილება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

დარახველიძის განმარტებით, მიზანია, უფრო ეფექტურად განხორციელდეს დაცვა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მოქმედ კანონში მითითებულია, რომ აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებს სატრანსპორტო პოლიცია, რომელიც აღარ არსებობს, შესაბამისად, ამ საკითხის კანონის დონეზე დარეგულირება გახდა საჭირო.

„ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს რკინიგზა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. შესაბამისად, ტვირთებსა და იმ ობიექტებს, რომლებიც რკინიგზის სარგებლობაშია, მაღალი ეფექტურობით დაცვა სჭირდება. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაცვა განახორციელოს არა კერძო დაცვის კომპანიებმა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ტვირთების, სარკინიგზო ობიექტებისა და იმ ინფრასტრუქტურის დაცვა, რაც რკინიგზას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, კანონის მოქმედ ჩანაწერში მითითებულია, რომ ამ ფუნქციას სატრანსპორტო პოლიცია ახორციელებს. სატრანსპორტო პოლიცია აღარ არსებობს. შესაბამისად, დადგა საჭიროება, რომ ეს საკითხი კანონის დონეზე დარეგულირდეს და აღნიშნული უფლებამოსილება დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭოს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ