16.12.2025 09:03
უკრაინის კიდევ ერთი მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაშია.
რამდენიმე საათში დაიწყება მაღალი რანგის დიპლომატიური კონფერენცია, რომელსაც ევროპის საბჭო მასპინძლობს. სწორედ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მიიწვია კონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილი.
შეიქმნება საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომელიც განიხილავს რუსეთის მიერ უკრაინაში, ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს. კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება კონვენციასაც.
საქართველო იმ პირველ 25 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროსაბჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირეს. საერთაშორისო სარჩელის კომისიის შექმნის ინიციატივამდე, 2023 წელს შეიქმნა უკრაინისთვის ზიანის რეესტრი, რომელიც კომპენსაციების მოთხოვნებს აღრიცხავდა. რეესტრის შექმნას საქართველომ მაშინაც მხარი დაუჭირა.
ავტორ(ებ)ი :