,,საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში - ეს ძალიან დადებითი ელემენტია''- ალენ ბერსე 16.12.2025 18:31

მსურს, შეგახსენოთ, რომ საქართველო მრავალი წელია, ევროპის საბჭოს წევრია და დღეს დილით მონაწილეობდა კონვენციის ხელმოწერაში.

 

ეს ძალიან დადებითი ელემენტია, ამავდროულად, საჭიროა პროგრესი ჩვენს ერთობლივ მუშაობაში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოსთან , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ განაცხადა.ბერსეს თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს წევრებმა იპოვონ გზები დასაახლოებლად

 

.„როგორც იცით, როგორც ევროპის საბჭოს წევრები, რეგულარულ კონტაქტში ვართ და მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზები ღირებულებებისა და ვალდებულებების კვლავ დასაახლოებლად. იმ ფუნდამენტურ ელემენტებზე, რომლებიც გვაქცევს ერთ კონტინენტად, ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოსთან ერთად", - განაცხადა ალენ ბერსემ.

 

როგორც ცნობილია, საქართველო შეურთდა კონვენციას, რომელიც აფუძნებს უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას. კომისია იქნება ორგანო, რომელიც განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ან მის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს ან მას შემდეგ ჩადენილი საერთაშორისოდ აღიარებული უკანონო ქმედებებით გამოწვეული ზარალის, დანაკარგის ან ზიანის კომპენსაციის მოთხოვნებს. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ