,,მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს''- ვოლსკი 16.12.2025 18:51

 

წარმოუდგენელი ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც მთელ ერს დაუპირისპირდება იმ ბერკეტის გამოსაყენებლად, რომ როგორმე ხალხი გაბრაზდეს და „მაიდანი" და სისხლისღვრა მოაწყოს საქართველოში. ვფიქრობ, ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ექნება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან", ევროპის საბჭოს დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება.

„რასაკვირველია მოველით ძალიან ხისტ ფორმულირებებს ჩვენს მიმართ, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა და იგი უნდა გათავისუფლდეს. კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ მოგახსენებთ იმიტომ, რომ არ არის ყველა განწყობილი ისე, როგორც კაია კალასი მსჯელობს, რომლის ქმარი დღემდე უშველებელ ბიზნესს აკეთებდა რუსეთში და წარმომადგენლები ბალტიისპირეთის, რომლებიც ღვინით და აგერ უკვე გამოვლინდა, რომ „კაუჩუკით" ვაჭრობდნენ რუსეთთან და ვისკით და უშველებელი შავი ხვრელები აქვთ ჩამოყალიბებული, რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანების განწყობებიდან გამომდინარე, რა რეზოლუციას?!

ასეთი გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ, დაისაჯოს მთელი საქართველო, მთელი მოსახლეობა იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობით არ გამოვიდნენ ქუჩებში და აქ არ მოაწყვეს „მაიდანი" ანუ სისხლიღვრა, ეს ფორმულირება, ეს გადაწყვეტილება ჰაერში კიდია და იქნებ, როგორმე აქ მოხდეს ის უბედურება, რასაც შედეგად მოჰყვება მარიონეტული სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლების მოსვლა. ამ რეალობის წინაშე შესაძლოა აღმოვჩნდეთ. თუმცა, ნაკლები შანსი აქვთ, ვინაიდან მთელი საზოგადოების დასჯა თუნდაც ასეთი უსამართლო ფორუმის პირობებში საკმაოდ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს თავად ევროპას. მეორე, რაც მთავარია უსამართლოა. ვინაიდან საქართველოს არასდროს შეუცვლია საგარეო კურსი. შეიცვალა ევროპა, რომელიც ერთი მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ მდგომარეობაში დარჩეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ უსაფრთხოების კონცეფციაშია. და მეორე ხელით ისე მართოს სიტუაცია, რომ თუნდაც უკრაინის ომის პროცესის ჩაქრობას როგორმე წინ აღუდგეს. ეს არის მთავარი ამოცანა. რას შემოგვთავაზებენ გადაწყვეტილებების სახით ამ ამოცანის მისაღწევად ეს არის მეორე საკითხი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ