ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის -ირაკლი კობახიძე 17.12.2025 15:38

ნებისმიერი ამნისტია არის ჰუმანური აქტი და ეს ეხება მართვის მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიასაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა თითოეულ თანამოქალაქეს მოუწოდა, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილების მართვის საკითხს.

„ზუსტად, ჰუმანური მოსაზრებიდან გამომდინარე გამოიცა ეს აქტი. მადლობა მინდა, გადავუხადო პარლამენტს მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელთაც შეჩერებული ჰქონდათ მართვის მოწმობა. აქვე მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდონ ავტომობილის მართვას და ყველაზე მთავარი პრობლემა არის ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ამას უნდა მოერიდოს ყველა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება თითოეული თანამოქალაქის მიმართ,"- განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ