17.12.2025 18:26
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შედეგად ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება. გადაწყვეტილება 78 ხმით (1 - წინააღმდეგი) მიიღეს. ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ორივე სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურს გადაეცემა. გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. პარლამენტმა "ბიზნესომბუდსმენის შესახებ" კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.
ავტორ(ებ)ი :