17.12.2025 22:27
უკვე თვეებია, საქართველო ევროპული ინსტიტუტების მხრიდან უპრეცედენტო მედიაზეწოლის ქვეშაა. ეს თავდასხმები ეჭვქვეშ აყენებს თბილისის ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, მის სასამართლო სისტემას, ასევე ქართველი ამომრჩევლის სუვერენულ არჩევანს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქსელების ჩარევა და მათი შეშფოთება ევროპარლამენტის მიერ არის გადმოცემული.
"თუ სწორად გავიგე, თქვენ გამოაცხადეთ, რომ 24 მილიონი გადაეცა ბოლო თვეებში ასეთი ორგანიზაციების მხარდასაჭერად და სავსებით მართალია, რომ თქვენ ოცნებობთ საქართველოს მთავრობის დამხობაზე, რადგან ის არ ითვალისწინებს ევროკომისიის გაფრთხილებებს, თქვენ ადანაშაულებთ მას არასწორად მოქმედებაში, რადგან ის საკონსტიტუციო წესრიგს იცავს და ეწინააღმდეგება რუსეთიდან ან ევროპიდან დესტაბილიზაციის ყველა მცდელობას.
საბოლოო ჯამში, თუ დააკვირდებით, ვინ ცდილობს სინამდვილეში დემოკრატიული კრიზისის გამწვავებას? მაშინ ვფიქრობ, რომ ჯობია, დამნაშავეები ბრიუსელში მოძებნოთ. ვგულისხმობ, შეხედეთ რუმინეთს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები უბრალოდ გაუქმდა სადავო საფუძვლით და შესაძლოა, ეს საფრანგეთშიც მოხდეს, სადაც წამყვან კანდიდატს ეკრძალება არჩევნებში მონაწილეობა," განაცხადა მარიანიმ.
ავტორ(ებ)ი :