17.12.2025 22:42
რამე თუ გვინდა, ვიღონოთ საქართველოს კრიტიკულ სიტუაციასთან დაკავშირებით, უნდა დავუბრუნდეთ მომენტს, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ეს ფანტასტიკური კანდიდატი მტრად იქცა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ბრანისლავ ონდრუშიმ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილების მისაღწევად, ევროკავშირი უნდა იყოს სამართლიანი, აღიაროს საკუთარი სამი წლის წინ დაშვებული შეცდომები და დაიწყოს დიალოგი.
„ევროკავშირმა დაიწყო მათ არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ევროკავშირს არ შეუძლია იმ ენერგორესურსების მიწოდება, რომელიც ქართველებს სჭირდებათ და, რომელსაც ისინი ამჟამად რუსეთიდან ყიდულობენ. მათ მოუწევთ ეკონომიკის შეჩერება. ოცი წელია, რუსები იკავებენ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს და ევროკავშირი ამ დროის განმავლობაში ძალიან ბედნიერად ვაჭრობდა რუსეთთან. რუსულ ჯარს შეუძლია, თბილისში 48 საათში შევიდეს, რადგან საქართველო არ არის ნატო-ს წევრი. ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ არ გამოიწვიონ რუსები, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია რაიმე უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
ასე რომ, ცვლილების მისაღწევად, ევროკავშირი უნდა იყოს სამართლიანი, დააწესოს სამართლიანი პირობები, აღიაროს სამი წლის წინ დაშვებული საკუთარი შეცდომები და დაიწყოს დიალოგი. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. მოდით, ვიმოქმედოთ ყოველგვარი ძლიერი სიტყვების გარეშე, რომლებიც გადადის ძლიერ მოქმედებებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველები, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, გახდებიან ჩვენი არარეალისტური საგარეო პოლიტიკის მსხვერპლნი", - განაცხადა ონდრუშიმ.
ავტორ(ებ)ი :