,,ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს''- თეა წულუკიანი 17.12.2025 23:26

 

დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ დასანქცირდეს ესა თუ ის პირი, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილი და გამარტივებული შეჩერების მექანიზმები, გამოყენებული იქნეს კონკრეტული პირების წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს.

„გვაქვს ფაქტებზე დაფუძნებული ვარაუდები და ინფორმაცია და ვაკეთებდით პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ემსახურებოდა რაღაც სხვა მიზანს. ეს დეტალურად ახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის ბრიფინგზე, როდესაც მან თქვა, რომ „ბიბისის" მიერ ყოვლად უსაფუძვლოდ საქართველოსთვის ცრუ ბრალდების წაყენება არა მხოლოდ საქართველოს დისკრედიტაციას ემსახურება, არამედ რაღაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ. სწორედ ეს მოხდა, მაგალითად, თუნდაც რამდენიმე საათის წინ, როდესაც ევროპარლამენტარები გამოვიდნენ და საქართველო უარყოფითად შეაფასეს. მანამდე ევროპულმა საბჭომ იმსჯელა და ხელმძღვანელებმა და ლიდერებმა განცხადებები შეიმუშავეს და ერთობლივად გაავრცელეს. დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ დასანქცირდეს ესა თუ ის პირი, რომ უკვე შეცვლილი და გამარტივებული შეჩერების მექანიზმები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, გამოყენებული იქნეს კონკრეტული პირების წინააღმდეგ საქართველოში. სხვა ვითარებაში ალბათ ეს განცხადებები ძალიან სერიოზულად შემაშფოთებელი იქნებოდა ჩვენთვის. ჩვენ უკვე იქამდე მივედით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვეღარ აღიქვამს ამ ყველაფერს სერიოზულად, იმიტომ რომ თავად ევროკავშირში (ბიუროკრატიას ვგულისხმობ პირველ რიგში და პოლიტიკურ ელიტაში) არის ნდობის ძალიან სერიოზული ეროზია მათივე საზოგადოებების მხრიდან და ჩვენ ყველა განცხადებასა და ანალიზში საქართველოს შესახებ ვხედავთ, რომ ევროპული ბიუროკრატია და ევროპელი პოლიტიკოსების გარკვეული და დიდი ნაწილი საერთოდ ვერ აფასებს ადეკვატურად საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მე ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ ასევე ირკვევა. რომ ისინი თავიანთ ქვეყნებშიც მოწყვეტილნი არიან საკუთარ საზოგადოებას; ამისთვის რამდენიმე ინტერვიუს მოსმენაც კი კმარა", - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ