19.12.2025 23:01
ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს პროცესებს მიღმა დარჩენილიყვნენ, ახლა ყველა ცდილობს, როგორღაც სამშვიდობო მაგიდასთან ადგილი იპოვოს, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.„იმასაც კარგად ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ევროპის ლიდერებმა არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს ამ პროცესებს მიღმა დარჩენა. ახლა ყველა ცდილობს, რომ როგორღაც იპოვოს ადგილი მაგიდასთან, რომელზეც ევროპაში სამშვიდობო ნაბიჯები უნდა გადაწყდეს. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერების პასუხისმგებლობაცაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ეხება ევროპას, ამიტომ არ შეიძლება, ყურადღების მიღმა იყოს. თუმცა ევროპასთან მიმართებით პასუხისმგებლობა ლიდერებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება".
ავტორ(ებ)ი :