კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები უკრაინაში ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან -კახა კალაძე 22.12.2025 16:58

არსებული ომი თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, მართლაც არსებობენ კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესებს ეწინააღმდეგებიან.

„არსებული ომი თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევა არის. პრეზიდენტი ტრამპი როცა აირჩიეს, მთავარი დაპირება იყო ომის დასრულება და „დიფ სთეითის" დამარცხება. ომის საკითხს რაც შეეხება, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, არის გამოწვევები, კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკოსები ომის დასრულებას ეწინააღმდეგებიან. ეს მძიმეა უკრაინისთვის. მტერს არ ვუსურვებ მათ მდგომარეობას. იმედია, მოხერხდება და ომი შეჩერდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ „დიფ სთეითისა" და მისი პროპაგანდისტული მედიის მიზანია, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დონალდ ტრამპის მცდელობებს ძირი გამოუთხარონ. როგორც გაბარდმა აღნიშნა, „ნატო-სა და ევროკავშირს რეალურად სურთ, შეერთებული შტატების სამხედროები პირდაპირ რუსეთთან ომში ჩაითრიონ". ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს მთელი უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ