ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში როდესაც დაბრუნდა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, მის მიერ პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები კორუფციის საკითხებს ეხებოდა-შალვა პაპუაშვილი 23.12.2025 17:18

რადიკალური ოპოზიცია როდესაც ვერ ასრულებს რეალური ოპონირებას, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას აქცენტები სწორედ კორუფციის საკითხებზე გააკეთა.

„ფაქტი, რომ კორუფციული შემთხვევების გამოვლენა ხდება და სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ თანამდებობებს, ადასტურებს, ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მოურიდებლობაზე. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დამოკიდებულება სერიოზულია. ბიძინა ივანიშვილი როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და არჩეულ იქნა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარედ, პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს.

ჩვენ ვხედავთ და გამოძიების მიხედვით, როგორც ჩანს, არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაშუქებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვადასხვა ჯგუფებთან. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ვერ ასრულებს იმ როლს, რასაც ჰქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული. იყოს კონცენტრირებული, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდში არ იყოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ